სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უბედური შემთხვევა ფასანაურში

ამ დრომდე მძიმეა ლაშქრობის დროს დაშავებული 19 წლის ბიჭის მდგომარეობა. შემთხვევა ფასანაურში გუშინ მოხდა.

დაშავებული თბილისში კატასტროფის ბრიგადამ ჩამოიყვანა. მას მრავლობითი მოტეხილობები და ქალა ტვინის ტრავმა აღენიშნება.

ექიმების შეფასებით, მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. იგი პირველ კლინიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ერთ-ერთი ვერსიით, მას ლაშქრობის დროს ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა. მაშველები მის ამოყვანას თითქმის მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100