ამერიკული ყვითელი პრესა რიანას ორსულობის შესახებ იუწყება
ბოლო პერიოდში რიანა მსოფლიო მედიისა და პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. მოღერალმა წონაში საგრძნობლად მოიმატა და ამას დიდი ზომის ტანისამოსით ფარავს. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო მისი წითელ ხალიჩაზე გამოჩენა კანის 70-ე კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე.
ყვითელი პრესა იმასაც წერს, რომ რიანა ორსულადაა, თუმცა ამის დამალვას ცდილობს. თავად მომღერალი გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა არც უარყოფს. რაც შეეხება მის სასიყვარულო ურთიერთობას, პრესამ ჯერაც ვერ დაადგინა, რიანა მარტოა თუ ვინმესთან ურთიერთობაში იმყოფება. შესაბამისად, რთულია იმის გარკვევა, მომღერლის ორსულობის შემთხვევაში ვინ შეიძლება მისი ბავშვის მამა იყოს.
კომენტარი