ყაჩაღობა ქუთაისში - დაყაჩაღებულია ბენზიგასამართი სადგური
“დღეს ღამე, ქუთაისის ცენტრში, ნიკეას ქუჩაზე, პოლიციასთან მდებარე ბენზინგასამართ სადგურს, ისე მშვიდად დაეცნენ ყაჩაღები, გეგონაბათ უღრან ტყეში ეყაჩაღათ”- აღნიშნულ ინფორმაციას ვაკე-საბურთალოს პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა ჩაია ავრცელებს.
დრონი.ჯი შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
კომენტარი