სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: ომი რუსეთის მხრიდან დასრულებული არ არის

"ომი რუსეთის მხრიდან დამთავრებული არ არის, ვამბობ - რუსეთი არ აღიარებს მშვიდობიან შეთანხმებას და რუსეთს ოფიციალურად სურს ჩვენი მთავრობის ჩამოგდება. ეს რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური პოზიციაა", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რაიოსადგურ "ეხო მოსკვის"-თვის მიცემულ ინტერვიუში და აღნიშნავს:

"ისინი ამბობენ, რომ საქართველოს ეს მთავრობა უნდა შეიცვალოს. ისინი არ ამბობენ, რომ არჩევნების გზი უნდა შეიცვალოს. ისინი ამბობენ რომ უბრალოდ უნდა შეიცვალოს. ამიტომაც ჩვენ ძალიან კარგად გვესმის თუ რას გულისხმობენ ისინი ამაში", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, მათთვის სააკაშვილი - წარსულის გადმონაშთი და პოლიტიკური გვამია, რომელიც ქართველ ხალხს რატომღაც ჯერ არ გამოაქვს.

"მათთვის მე - წარსულის გადმონაშთია, რომელიც უკვე კარგა ხნის წინ უნდა დაკიდებულიყო ერთი ადგილით, გადაიქცა პოლიტიკურ გვამად უკვე 2008 წელს, მაგრამ რატომღაც ეს გვამი რაღაც არავის არ გამოაქვს. ქართველი ხალხი არ აპირებს მის გამოტანას", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100