სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში საქველქმოქმედო აქციის „შენ + ჰენკელი =სიკეთეს“ შედეგები შეაჯამეს

6 სექტემბერს მსოფლიოში სარეცხი და საწმენდი, აგრეთვე კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, ჰენკელის ინიციატივით „კარფურის“ მაღაზიათა ქსელთან ერთად გამართული საქველქმოქმედო აქციის „შენ + ჰენკელი = სიკეთეს“ შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

აღნიშნული ღონისძიება ორ ეტაპად წარიმართა. „ჰენკელის“ საწმენდი და სარეცხი საშუალებების („პერსილი“, „ლოსკი“, „პერვოლი“, „ვერნელი“, „ბრეფი“, „ქლინი“, „სომატი“, „პრილი“) ყოველი გაყიდვიდან შემოსული თანხიდან 50 თეთრი იგზავნებოდა თბილისის ზურაბ შაქარაშვილის ონკო-ჰემატოლოგიის კლინიკა ლაიფმედისა და მ. იაშვილის სახელობის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის განყოფილების სიმსივნით დაავადებული პაციენტი ბავშვების დახმარების ფონდში.

აქციის მეორე ეტაპზე ფონდის მიერ მოკრებილი თანხების გამოყენებით კომპანია „ჰენკელისა“ და „მაჯიდ ალ ფუტაიმ რითეილი“ („კარფურის“ ჰიპერმარკეტების ქსელის ფრანშიზის მფლობელი) წარმომადგენლებმა ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები მოაწყვეს ჯამბაზებისა და ანიმატორების მონაწილეობით, რომლებმაც ყოველდღიურობა გაუხალისეს საავადმყოფოში მყოფ პატარებს და მათ სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს. საჩუქრები ასევე გადაეცა საავადმყოფოებსაც.

ორგანიზატორები ხაზგასმით აღნიშნავენ იმ გარემოებას, რომ აქციის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა საკუთარი წვლილის შეტანა როგორც გლობალური ონკოლოგიური პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოს მასშტაბით, აგრეთვე საქართველოში სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა მხარდასაჭერად მიმართულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. ისინი იმედს იტოვებენ, რომ მსგავსი აქციებით მათ მომავალში შეუერთდებიან სხვა კომპანიებიც, რაც უფრო მასშტაბურს გახდის იმ სიკეთეს რომელსაც უამრავი ადამიანი საჭიროებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100