სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამი წლის გოგონა საშინელი დაავადებით იტანჯება (ფოტო)

სამი წლის გოგონა იუიუ, რომელიც ჩინეთის ქალაქ სიანში ცხოვრობს, დაუდგენელი დაავადებით იტანჯება. მისი ფეხის ტერფები ჩვეულებრივზე რამდენადმე დიდია და ისინი ზრდას კვლავ განაგრძობენ.

იუიუს ფეხის ტერფები ძლიერ არის შეშუპებული და მისთვის თითოეული ნაბიჯი მწვავე ტკივილთან არის დაკავშირებული. ბავშვი მეტად ღარიბ ოჯახში ცხოვრობს, ამის გამო მშობლებმა მისი დახმარება დაბადებისთანავე ვერ შეძლეს. იუიუ რამდენიმე კვირის წინ მიიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.

როგორც გაირკვა, იუიუს ფეხის თითები არასწორად და ძალიან დიდი სისწრაფით იზრდება. ამ გაურკვეველი დაავადების გამო, ბავშვს ფეხსაცმლის მორგება არ შეუძლია. ოჯახი დახმარებას ითხოვს, მათ გოგონას სიცოცხლის გადარჩენა სურთ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100