სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯანდაცვის ასოციაცია სამინისტროს ახალ ინიციატივას მიესალმება

„ჯანდაცვის ასოციაცია“, მიესალმება საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივას, საყოველთაო ჯანდაცვის პროექტებში კლინიკების სელექციურ კონტრაქტებზე გადასვლასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის ასოციაციაში მიიჩნევენ რომ აღნიშნული ინიციატივა ქვეყანაში ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სერვისებზე ხარისხის გაზრდას, პაციენტების უსაფრთხოებას და სახელმწიფოს მნიშვნელოვნად დაუზოგავს არამიზნობრივ ხარჯებს.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვით მოსარგებლე ბენეფიციარები გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტი და მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიღებას შეძლებენ.

„ჯანდაცვის ასოციაცია“ ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, ადგილობრივი და მოწვეული ჯანდაცვის ექსპერტების ჩართულობით დაეხმაროს სახელმწიფოს სპეციალური კრიტერიუმებისა და ხარისხის ინდიკატორების შემუშავებაში.

„ჯანდაცვის ასოციაცია“ საქართველოში ყველაზე დიდი ჰოსპიტალური გაერთიანებაა, რომელშიც 75 კლინიკაა გაერთიანებული, რომელთა ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობა ქვეყნის მთლიანი საწოლფონდის 42 % შეადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100