პასუხი გოგონებს - რატომ გეთამაშებათ სასურველი მამაკაცი?
მისი ქცევა დამაინტრიგებელია, თამაშობს კატა-თაგვობანას და გადაჰყავს გოგონები ჭკუიდან. ასეთ მამაკაცს თუ შეხვდები ჩათვლი, რომ ის რომანტიული წიგნის გმირია, თუმცა ფსიქოლოგების აზრით ისინი მხოლოდ და მხოლოდ „ნერვოსტიკები“ არიან. არ გჯერათ? მაშინ წაიკითხეთ სტატია და მიიღეთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც გაწვალებთ.
პირველი ეტაპი: მისი საქციელი უცნაური და არაპროგნოზირებადია. ხან კომპლიმენტებით გავსებს და გალანტურობით გაოცებს, ხანაც ჰორიზონტიდან ქრება და თავსაც კი აღარ გახსენებს.
ამ დროს შენ: უკვე „ეცემი“ მასზე, რადგან მისი რეალური მოტივების გამოსაცნობად მასზე ძალიან ბევრს ფიქრობ. შენი ფიქრები ერთი პერსონის გარშემო ტრიალებს და სწორედ ამ დროს შენ გიყვარდება.
სინამდვილეში: მისი საქციელის რეალური მიზეზი სერიოზული ურთიერთობების შიშია. მას ამოძრავებს პრინციპი „თან მინდა თან არა“. ერთის მხრივ ის შეგეჩვია, მაგრამ მეორეს მხრივ მას ეშინია პასუხისმგებლობის, თავისუფლების შეზღუდვის, სერიოზული გრძნობების და ვალდებულებების. სწორედ ამიტომ, მას შენთან მიმართებაში სწორ ხაზზე სიარული არ შეუძლია, რადგან დარწმუნებული არაა, რომ სიყვარულის გამოცდას გაუძლებს.
მეორე ეტაპი: მუდმივად ახდენს შენს პროვოცირებას. სპეციალურად ეფლირტავება ოფიციანტს, თვალს უკრავს შენს საუკეთესო დაქალს ან უცებ წყვეტს სატელეფონო ზარებს, რათა ერთი კვირის შემდეგ, როცა შენ ნერვები საბოლოოდ დაგაწყდა ისევ შეგახსენოს თავი. შენ გრძნობ პროვოკაციას მის ყოველ ქცევაში და ვერ ხვდები, რატომ იყო ის ნაზი და მოსიყვარულე ერთი საათის წინ და რატომ იქცევა ახლა ისე, რომ ცოტა ხნის წინ შექმნილი შთაბეჭდილებებში დაგაეჭვოს.
ამ დროს შენ: ფიქრობ, რომ შეძლებ მის გამოსწორებას, სიყვარულს ხომ ყველაფერი შეუძლია. მაგრამ სინამდვილეში სიტუაციას ვერ ცვლი, რაც უფრო თბილი ხდები მის მიმართ მით უფრო მეტად ცდილობს შენით მანიპულირებას.
მიზეზი: სიყვარულის უნარი ადამიანს ბავშვობაში უყალიბდება და ზრდასრულ ასაკში ვლინდება. მის ბავშვობაში კი სიყვარულთან დაკავშირებული მხოლოდ მძიმე გაკვეთილები იყო, მას სიყვარულის „მათხოვრობა“ უწევდა. გაიხსენეთ ბავშვები, რომლებიც ვერ იღებენ დედისგან ყურადღებას და იწყებენ ჭირვეულობას, აწყობენ სცენებს, რათა დედამ მათკენ მიიხედოს. ამ ბავშვებს სჭირდებათ გრძნობები, თუნდაც ნეგატიური, რათა არ იგრძნონ თავი უსარგებლოდ. ასეთ პირობებში გაზრდილი ადამიანები ზოგჯერ საშიშებიც კი არიან, რადგან ეჩვევიან, რომ პროვოკაციის გარეშე გრძნობები არ ჩნდებადა მუდმივად აწვალებენ მათ ვისგანაც სიყვარულის მიღება სურთ.
მესამე ეტაპი: ის არ მოდის მისივე დანიშნულ პაემანზე, უაზროდ გეხუმრება ხალხში, ცდილობს გაგაღიზიანოს, ნერვები დაგიძაბოს. მისი საქციელი ნაკლებად სასიამოვნოა, მაგრამ დამაინტრიგებელი. შენ გამუდმებით ფიქრობ, იმაზე თუ რატომ მოიქცა ის ასე და არა სხვაგვარად.
ამ დროს შენ: აკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ თავიდან აიცილო კონფლიქტი. ცდილობ მის გამართლებას, ცდილობ არ გაბრაზდე, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან რთულია. საბოლოო ჯამში შენ საკუთარ გრძნობებში იკარგები ვერ ხვდები ეს დაგროვილი მიზეზებისგან გამოწვეული წყენაა თუ არაბუნებრივი ვნება, რომელსაც ის შენში აღვიძებს.
სინამდვილეში: კონფლიქტური ხასიათი მისი დანაშაული კი არა მისი უბედურებაა. მას ვერ წარმოუდგენია სიყვარული დრამის გარეშე, რადგან მას არასოდეს ჰქონია ჰარმონიული ურთიერთობა. ბავშვობაში მისი სიყვარული ემოციური გამოხტომებითა და ურთიერთბრალდებებით იყო გამოხატული.
მეოთხე ეტაპი: მან კარგად იცის შენი ყველა სისუსტე და თამაშობს ამით. მოსწონს როგორ იწვევს შენში სიბრალულს, სიბრაზესა და ვნებას, სწორედ ამიტომაც მუდმივად „გაჯანჯღარებს“. მას მოსწონს შენს ემოციონალურ სამყაროსთან თამაში და შენი მარიონეტად ქცევა.
ამ დროს შენ: უკვე გიყვარს, რადგან ის ასე უჩვეულოდ იქცევა. ხდები ემოციონალურად დამოკიდებული, რადგან გრძნობებზე „შეჯდომა“ „ნარკოტიკებზე შეჯდომის“ ზუსტი ანალოგია.
სინამდვილეში: მისი საქციელის მთავარი მიზეზი სიყვარულის უკმარისობაა. ბავშვობაში მას შთააგონეს, რომ მხოლოდ ლამაზი თვალების გამო არავის უყვარდება. მას უწევდა მშობლებისგან სითბო რაღაცის სანაცვლოდ მიეღო: მას ეხუტებოდნენ ხუთიანის მიღების შემთხვევაში, კოცნიდნენ მაშინ როდესაც კარგად იქცეოდა ან კიდევ უარესი უბრალოდ აიგნორებდნენ. სწორედ ამიტომ, ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ „უბრალოდ სიყვარული“ არ არსებობს ის საკუთარი საქციელით გამოცდას გიწყობს და მუდმივად გუბნება: „მაჩვენე, მაჩვენე, რომ მიუხედავად ყველაფრისა ჩემდამი რაღაცას გრძნობ“
მამაკაცის ასეთად ქცევის მიზეზი შეიძლება იყოს:
რთული გამოცდილება ბავშვობიდან ან წინამორბედი სასიყვარულო ურთიერთობიდან.
კომპლექსები. პროვოკატორებსა და მანიპულატორებს საკუთარი თავის სიყვარული არ შეუძლიათ და მიაჩნიათ, რომ სხვაში გრძნობების გამოწვევა მხოლოდ გარკვეული ქმედებების შედეგადაა შესაძლებელი.
შიშები. ასეთ მამაკაცებს უნდათ სიყვარული, მაგრამ ეშინიათ მისი, რადგან სიყვარული არ არის მხოლოდ მთვარის შუქზე სეირნობა, მას ვალდებულებებიც ახლავს თან.
არ მოსწონს საკუთარი თავი და მის მიერ გატეხილი ყოველი გოგონას გული ასეთ მამაკაცს თვითშეფასების კოეფიციენტს მაღლა უწევს, თუმცა გულის სიღრმეში მან იცის, რომ გული გატყდა არა მისი ლამაზი თვალებისა და მდიდარი შინაგანი სამყაროს გამო, არამედ იმიტომ, რომ მან ამისათვის ყველაფერი გააკეთა. შედეგად ეს მას აიძულებს იფიქროს, რომ არარააობაა და ამ აზრის უარსაყოფად ის ისევ გადის სანადიროდ.
რა უნდა ქნა თუ შენს ცხოვრებაში ასეთი მამაკაცი გაჩნდა?
გახსოვდეს, რომ ისტორია ფლირტით არ დასრულდება. ასეთ მამაკაცთან ცხოვრება მწარე იქნება და სჯობს დაფიქრდე შენს მომავალზე.
ყურადღება მიაქციე იმ ფაქტს, რომ შენი გრძნობა ნამდვილი სიყვარული არ არის, რადგან სინამდვილეში ჩვენ არ შეგვიძლია ჭეშმარიტად გვიყვარდეს ის ვისაც არ ვუყვარვართ. შენი გრძნობები მისი მანიპულაციებისა და შენი ცნობისმოყვარეობის შედეგია და სხვა არაფერი.
შენ მის დახმარებას ვერ შეძლებ, თუ რათქმაუნდა ფსიქოანალიტიკოსი არ ხარ. მისი საქციელის მიზეზები მისი სულის სიღრმეშია. იმისათვის, რომ შეიცვალოს, ის თავად უნდა მიხვდეს საკუთარი პრობლემების არსს, წინააღმდეგ შემთხვევაში მის დახმარებას ვერავინ შეძლებს.
კომენტარი