ეკატერინბურგში ხანძარს რვა ადამიანი ემსხვერპლა - გარდაცვლილებს შორის 7 წლის გოგონაა
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში, ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარს რვა ადამიანი, მათ შორის შვიდი წლის ბავშვი ემსხვერპლა.
ცეცხლი ადგილობრივ დროით დაახლოებით ღამის 03:00 საათზე კორპუსის მეორე სართულზე გაჩნდა. კვამლი სწრაფად გავრცელდა სადარბაზოში, რის შედეგადაც ადგილობრივი მცხოვრებლები საკუთარ ბინებში ბლოკირებული აღმოჩნდნენ. ადგილზე მისულმა სამაშველო სამსახურმა 90 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
BBC-ს რუსულენოვანი სამსახურის ცნობით გარდაცვლილებს შორის მეცხრე სართულზე მცხოვრები ქალი და მისი 7 წლის გოგონა არიან. ქალი სოციალურ ქსელებში წერდა, რომ ის და მისი შვილი ბინის დატოვებას ვერ ახერხებდნენ, სუნთქვა უჭირდათ და შველას ითხოვდნენ.
სვერდლოვის ოლქის პროკურატურის ცნობით, ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობა გახდა.
კომენტარი