2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი მუშაობისას არ გამოგრჩეთ მცირე დეტალებიც კი. მნიშვნელოვანი დღე ელით მომსახურების სფეროს თანამშრომლებს და მათ, ვისაც შინაური ცხოველები ჰყავს. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას.
კურო
გააუმჯობესეთ ურთიერთობა არსებულ პარტნიორებთან და კოლეგებთან. ახალი იდეების განხორციელებას დღეს ნუ დაიწყებთ. არ დაგრჩეთ არსად საბუთები და საფულე. არავის მოახვიოთ თავს საკუთარ გემოვნება და მოთხოვნები.
ტყუპი
დილიდან ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. უსიამოვნებები გელით გარშემო მყოფებთან, თუ არ მოეშვებით მათ პროვოცირებას. ნუ შეიძენთ კოსმეტიკას და სამოსს.
კირჩხიბი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. გაიუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან. შეინარჩუნეთ ის პოზიცია, რაც ახლა გაქვთ. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია.
ლომი
კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები, მაგრამ დღეს არაფერი ახალი საქმე არ დაიწყოთ. ფული მოზომილად ხარჯეთ. ფინანსებს ნუ გაფლანგავთ.
ქალწული
მნიშვნელოვანი დღე ელით საპასუხისმგებლო პოსტზე მომუშავე ნიშნებს. მეტი დრო დაუთმეთ სწავლას, ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, გაღიზიანებულ ადამიანებთან ურთიერთობას.
სასწორი
ზოგიერთი ადამიანით და შეხვედრით უკმაყოფილო იქნებით. ფულის გადარიცხვისა და საბუთების გაგზავნის დროს მაქსიმალური დაკვირვება გმართებთ. ზომიერება - კვებაში.
მორიელი
მუშაობისას ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. წვრილმანების გამო ნუ
მშვილდოსანი
დღეს არავის წინააღმდეგ არ წახვიდეთ. პრობლემების მოგვარებაში გარშემო მყოფების დახმარება დაგჭირდებათ. დააფიქსირეთ საკუთარი მოსაზრება და პატივი ეცით სხვის პოზიციას. სერტიფიკატების ნაცვალად თქვენი ცოდნა წარმოაჩინეთ.
თხის რქა
მოერიდეთ გაუგებრობას გარშემო მყოფებთან, დოკუმენტაციის (სამედიცინო) გაფორმებისას, მარშრუტის არჩევისას. ყურადღებით განიხილეთ კოლეგებთან ერთად მიმდინარე საკითხები.
მერწყული
უამრავ საქმესა და ვალდებულებაში მნიშვნელოვანი უნდა გამოარჩიოთ და მას მიანიჭოთ უპირატესობა. გარშემო მყოფებთან ურთიერთობა მაქსიმალურ დაკვირვებსა და მოთმინებას მოითხოვს თქვენგან.
თევზები
გარშემო მყოფებთან მშვიდი დიალოგი და ურთიერთობა გმართებთ. მშვიდად შეხვდით კრიტიკასა და ირონიასაც კი. სხვა დღისთვის გადაიტანეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმება. დღეს არ დაიწყოთ ახალ პროექტებზე მუშაობა.
კომენტარი