დედამ შვილისთვის ოპერაციის ფული მოაგროვა, მაგრამ... - 7 წლის მარიამს დახმარება ესაჭიროება
7 წლის მარიამ გიორგაძეს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. გოგონა ვერ დადის. პრობლემა 9 თვის ასაკში გაჩნდა, როდესაც ბავშვი სიარულს იწყებდა ბატონები შეხვდა და მას შემდეგ არც ფეხზე ვეღარ დადგა.
როგორც დრონი.ჯისთან საუბრისას მისმა დედამ ინგა ჭინჭარაულმა განაცხადა, 7 წლის განმავლობაში ექიმები ეუბნებიან რომ მარიამს ფეხზე გავლის შანსი აქვს, თუმცა მკურნალობა ძვირი ჯდება.
მისივე თქმით, ოპერაციის ღირებულების ნახევარს „პოლისი“ უფინანსებს, ნახევარი თვითონ, ნათესავებმა და მეგობრებმა შეაგროვეს, თუმცა ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია სამმაგად ძვირი ღირს და ამისათვის დედა ხალხის დახმარებას ითხოვს.
7 წლის მარიამ გიორგაძემ შეიძლება თქვენი, ჩვენი და თითოეული ადამიანის თუნდაც მინიმალური დახმარებით სიარული დაიწყოს. ეს საქართველოს ბანკის ანგარიშია, სადაც შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ.
საქართველოს ბანკი GE09BG0000000189860300
კომენტარი