სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირინა ონაშვილის ამ რჩევას თუ გაითვალისწინებთ უკეთესი გახდებით თქვენც და თქვენი ცხოვრებაც

ლამაზ სხეულში ლამაზი სულიაო ამბობდნენ ძველი ბერძნები და ამ ფრაზის მართებულობაზე საუკუნეების განმავლობაში კამათობენ ადამიანები, რამდენად მართალია ეს სიტყვები არავინ იცის, თუმცა ირინა ონაშვილის ამ სტატუსის წაკითხვის შემდეგ დარწმუნდებით რომ ქართველი ლამაზმანი მხოლოდ გარეგნულად კი არა სულიერადაც ლამაზი ადამიანია.

„აბა დღეს რამდენმა თქვენგანმა დაუთმეთ გზა ფეხით მოსიარულეს, რამდენი სითბო გაეცით? პოზიტიური სიტყვები სხვების მისამართით? ფინანსურად შეიძლება ვერა მაგრამ მორალურად დაუდექით სხვებს გვერდით? ერთი პატარა ფრაზით ( კომპლიმენტით) გაულამაზეთ ადამიანებს დღე, სხვისი გასაჭირი მოისმინეთ და წუთით მაინც შეწუხდით? ძალიან პატარა სიკეთე თუ მაინც ჩააწვეთეთ სადმე? მაგ: მოხუცი ბაბუს ბროშურა თუ იყიდეთ რომელიც გეუბნება რომ :"თუ ფული არ გაქვს ამის შესაძენად გაჩუქებო"smile emoticon თუ არაფერი არ გაგიკეთებიათ და არც გიფიქრიათ ამაზე ყოველდღიურად სიკეთე როგორ დათესოთ, ძალიან უინტერესო ცხოვრება გქონიათ“ - წერს ონაშვილი პირად ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100