ქრისტიანული იგავი: ბევრი ფული და სიმდიდრე
ერთ ბერს ერთ ადამიანზე ჰკითხეს, იყო თუ არა ის მდიდარი.
-არ ვიცი, - უპასუხა მან. ჩემთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მას ბევრი ფული აქვს.
-ე.ი. ის მდიდარია?
-იყო მდიდარი და გქონდეს ბევრი ფული, არ არის ერთი და იგივე, - უპასუხა ბერმა. - ნამდვილად მდიდარი არის ის, ვინც სრულიად კმაყოფილია იმით, რაც აქვს. ის, ვისაც სურს ჰქონდეს უფრო მეტი, ვიდრე აქვს, ღარიბია მასზე, ვისაც არაფერი აქვს, მაგრამ თავისი ცხოვრებით კმაყოფილია.
კომენტარი