ვინ არის ქართველი გოგონების ახალი გულთამპყრობელი ნიკა?
სოციალური ქსელი პოპულარობის მოპოვების ერთ-ერთი გზა, რომ არის ეს უკვე ცნობილი ფაქტია. სულ ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე ახალბედა ქართველი მოდელი ბიჭის ნიკა ფილაშვილის ფოტო გავრცელდა, რომელსაც სხვადასხვა ქართულ „ფეიჯებზე“ გოგონების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სწორედ ამიტომ droni.ge-მ გადაწყვიტა გაერკვია ვინ არის ქართველი გოგონების ახალი გულთამპყრობელი.
ნიკა ელიტ მოდელ ლუქ საქართველო 2013-ის მონაწილე აღმოჩნდა, სწორედ საკნკურსო ფოტოების სოციალურ ქსელში გაიცნო ის ინტერნეტმომხმარებლების დიდმა ნაწილმა.
ნიკა გაეცანი საზოგადოებას, ვინ არის ნიკა ფილაშვილი?
ნიკა ფილაშვილი 20 წლის ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც ელიტ მოდელ ლუქის კონკურსზე სულ შემთხვევით მოხვდა. არ აქვს სამოდელო სფეროში არანაირი გამოცდილება, სულ სხვა მხარეს ვიყავი, ანუ ვარ ყოფილი კალათბურთელი.
ამბობ, რომ შემთხვევით მოხვდი კონკურსზე, რას გულისხმობ?
მართლა ასე იყო, დედაჩემს გაუგზავნია ჩემს მაგივრად ჩემი მონაცემები და რომ დამირეკეს ძალიან გამიკვირდა. ადრე სულ მთხოვდენენ ახლობლები, რომ მსგავს კონკურსში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ყოველთვის ვაპროტესტებდი, ახლა კი ვცადე და ოცეულშიც მოვხდი, თუმცა გამარჯვებით ჩემმა ბავშვობის მეგობრამ გაიმარჯვა და ძალიან გამიხარდა, რომ სწორედ ის გახდა გამარჯვებული.
რაც შეეხება კალათბურთს, რატომ დაანებე თავი?
დიახ ზაზა ფაჩულიას გუნდში ვთამაშობდი, მოსკოვშიც ვიყავი რამდენიმე წელი, მაგრამ შემდეგ ტრამვა მივიღე და სამუდამოდ დავემშვიდობე ჩემს სპორტულ კარიერას.
თაყვანისმცემლების რაოდენობას, ალბათ არ უჩივი და არის თუ არა ის ერთადერთი, რომელმაც შენი გული მიისაკუთრა?
(იცინის) სულ ახლახან დავშორდი საცოლეს, თუმცა აღარ მიყვარსთქო ვერ ვიტყვი, უბრალოდ სიტუაციამ მოიტანა, ის სხვა ქვეყანაშია, მე აქ, ამიტომაც ჩვენი ინტერესები არ დაემთხვა ერთმანეთს. მაგრამ არაუშავს, ჯერ ცხოვრება წინ მაქვს და მჯერა ეს გრძნობა კიდევ აუცილებალდ მოვა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, არის თუ არა შემოთავაზებები სამოდელო სფეროში და აპირებ თუ არა ამ მხრივ კარიერის გაგრძელებას?
კი არის შემოთავაზებები, როგორც საქართველოში ისე უცხოეთიდანაც, ვნახოთ რა იქნება. ჯერ არ გადამიწყვეტია კარიერულას როგორ გავაგრძელებ, მაგრამ თუ იქნება ჩემთვის საინტერესო აუცილებლად მოვსინჯავ ჩემს შესაძლებლობებს სამოდელო სფეროში.
კომენტარი