სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეროვნული გამოცდების თარიღმა შესაძლოა გადაიწიოს - ნახეთ, რას ამბობს განათლების მინისტრი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებთან დაკავშირებით ერთადერთი ცვლილება შესაძლოა გამოცდების აგვისტოში გადატანა იყოს. როგორც ჩხენკელმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, კონკრეტული თარიღების შესახებ დეტალები ივნისში, სპეციალურ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღის და ფორმატის ცვლილება ამ ეტაპზე არ განიხილება. როგორც წინა წლებში ხდებოდა, ივნისში, ძალიან მალე მოხდება ოფიციალური განცხადების გაკეთება კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით. ერთადერთი შესაძლო ცვლილება, რაც შეიძლება მოხდეს, არის გამოცდების აგვისტოსკენ გადატანა. ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს კონკრეტული ეპიდსიტუაცია. დეტალებთან დაკავშირებით იქნება სპეციალური ბრიფინგი, რომელიც შედგება ივნისში. კონკრეტული თარიღები ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, გაცხადდება ამ ბრიფინგზე“, - განაცხადა ჩხენკელმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100