სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2018 წლის საუკეთესო წყვილები ჰოროსკოპის მიხედვით

2018 წელს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებმა ახალი ურთიერთობის დასაწყებად ზუსტად უნდა იცოდნენ, თუ რომელი პარტნიორები უნდა აარჩიონ იმისთვის, მათი სასიყვარულო კავშირი მყარი და საიმედო იყოს. გთავაზობთ საუკეთესო წყვილების რეიტინგს 2018 წლის ჰოროსკოპის მიხედვით:

ვერძი და ტყუპები

მყარი კავშირი და იდეალური წყვილი - ორივე მათგანი ტემპერამენტით ძალიან ეწყობიან ერთმანეთს და სასიყვარულო ურთიერთობაში ნამდვილ ცეცხლს დაანთებენ. მათ შორის საოცარი ვნება და ქიმია შედგება. ვერძი და ტყუპები ერთმანეთის სუსტ მხარეებს გააძლიერებენ. ტყუპები არ აძლევენ ვერძებს საშუალებას, ვნების ცეცხლი გაუნელდეთ და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათის მიუხედავად ისინი მთელი გულით შეიგრძნობენ ერთმანეთს

მერწყული და სასწორი

ისინი იდეალურად ემთხვევიან ერთმანეთს ყველაფერში, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მათ ერთმანეთი ყოველთვის აინტერესებთ, არასდროს ბეზრდებათ ერთად ყოფნა. იმისთვის, რომ ურთიერთობაში ჰარმონია შეინარჩუნონ, კომპრომისებზე ყოველთვის მიდიან, ეს კი მათ კავშირს კიდევ უფრო ამყარებს. სასწორებს ყოველთვის აშინებთ მარტოობა, ამიტომ მათთვის პარტნიორის გვერდით ყოლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, მერწყულები კი გამოირჩევიან თანადგომითა და სულიერი მეგობრობის სიმტკიცით, ამიტომ ეს ორი ნიშნანი ყველაზე იდეალურია ურთიერთობაში.

მშვილდოსანი და ლომი

მათი ურთიერთობა ნამდვილი ვნების ზეიმია. ლომი სტაბილურობის განსახიერებაა, მშვილდოსანი კი პირიქით - ყოველთვის ახლის ძიებაშია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშვილდოსანს პარტნიორი ლომი მალე ბეზრდება - ასეთი სხვადასხვაობა წარმოშობს გარკვეულ ბარიერს, რაც ძალიან იზიდავს ორივეს, ამიტომ მათ შორის ვნება არასდროს ჩაქრება. დროს მხიარულად ატარებენ ერთად და განსაკუთრებული ენერგეტიკის მატარებლები არიან.

თევზები და მორიელი

ორივე წყლის ნიშანია და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სხვადასხვა ინტერესები ჰქონდეთ, ბევრი შინაგანი ემოცია მაინც ერთნაირი აქვთ. საერთო აქვთ ასევე შეხედულება სიყვარულსა და ოჯახზე. თევზები მორიელის აგრესიულ მხარეს ანეიტრალებს თავისი შემწყნარებელი ხასიათით. ურთიერთობაში რომანტიკა აკლიათ, თუმცა ინტიმური ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანი აქვთ.

თხის რქა და ქალწული

სტაბილურობა ამ ორ ნიშანს აერთიანებს. თხის რქას ძალიან მოსწონს ქალწულის მრისხანე ხასიათი. არც ერთია დაინტერესებული მხურვალე თავგადასავლებით, ურჩევნიათ რუტინული სტაბილურობა და თავს ასე უფრო უკეთ გრძნობენ. მათი ძიერი მხარე მგძნებარე სექსი და სულიერი სიახლოვეა, რაც საბოლოოდ ოჯახის სიმყარის გარანტიას იძლევა.

კურო და კირჩხიბი

ამ წყვილის აღწერა ერთი სიტყვით არის შესაძლებელი - კომფორტული. ისინი ერთმანეთისთვის საუკეთესო პარტნიორები არიან როგორც სექსში, ისე თანაცხოვრებაში. მსუბუქად უყურებენ ცხოვრებას, არ უყვართ კონფლიქტური სიტუაციები. კირჩხიბი დიპლომატიური ნიჭით ახერხებს კუროს დამშვიდებას, ამიტომ ნაკლები შანსია მათ შორის სერიოზული დაძაბულობა იყოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100