სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარიამ მირზახანი - ირანულმა გამოცემებმა ყველაზე დიდი ტაბუ დაარღვიეს ისტორიაში

ირანულმა გაზეთებმა დაარღვიეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტაბუ და სტატიებში ირანელი მათემატიკოსის მარიამ მირზახანის გარდაცვალების შესახებ, დაბეჭდეს მისი ფოტო თავსაბურავის გარეშე, რაც ირანში უმკაცრესადაა აკრძალული. მირზახანის ფოტო ჰიჯაბის გარეშე ირანის პრეზიდენტის ოფიციალურ ინსტაგრამზეც გამოქვეყნდა.

საინტერესოა, რომ 2014-ში, როცა მირზახანმა უპრესტიჟულესი ჯილდო, "მათემატიკოსების ნობელად" წოდებული ფილდსის მედალი მიიღო, ირანულმა გაზეთებმა მას თავი შეუმოსეს, ზოგიერთმა გაზეთმა კი მხოლოდ მისი სახე დაბეჭდა, რათა აკრძალვა არ დაერღვია.

უფრო მეტიც, მირზახანის გამო, რომელიც ჩეხ მეცნიერზე იყო დაქორწინებული, ირანელ პარლამენტართა ჯგუფმა დაიწყო მსჯელობა კანონის იმ ცვლილებების დაჩქარების შესახებ, რომელიც უფლებას მისცემს უცხოელებზე დაქორწინებული ირანელი ქალების შვილებს ირანის მოქალაქეობა მიიღონ და გაუადვილდეთ ქვეყანაში ვიზიტი.

მარიამ მირზახანი ირანში დაიბადა და თეირანის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობდა. 2004 წელს კი ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა.

მათემატიკის დოდოფალი ერთი კვირის წინ მკერდის კიბოთი 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100