ბორის ანდრონიკაშვილი - საბჭოთა ქალების ნომერ პირველი გულთამპყრობელი
ბორის ანდრონიკაშვილი საბჭოთა კინოს სცენარისტი და მსახიობი გახლდათ. ქართველი მაყურებელი მას იცნობს ფილმიდან ოთარაანთ ქვრივი, სადაც ბორისმა თავადი არჩილი განასახიერა.
მოსკოვში დაბადებული და გაზრდილი, შესანიშნავი გაფერგნობისა და თავადური წარმოშობის ახალგაზრდა, არისტოკრატული მანერების მქონე ბორისი რუსი ქალების გულთამპყრობელი გახლდათ, თუმცა მისი გული იმდროინდელმა სუპერვარსკვლავმა ლუდმილა გურჩენკომ მოიგო და მსახიობები მალე დაქორწინდნენ.
"მამაჩემი ძალიან სიმპათიური იყო. მახსოვს, „პიცუნდაში„ ვიყავი და ჩვენთან ახლოს ქალბატონი ლია ელიავა ისვენებდა. ჩვენ პატარები ვიყავით და ერთხელ ლიამ მითხრა – „სანდრიკ, კაგდა ტვაივო ოტცა ჟენშინი ვიდელი, ანი კიპიტკომ პისაც ნაჩინალიო“. - იხსენებს ბორისის ვაჟი სანდრო ერთ-ერთ ქართველ ჟურნალისტთან საუბრისას.
გურჩენკოსთან განქორწინების შემდეგ ბორისი არანაკლებ ცნობილ რუს მსახიობზე ნონა მორდიუკოვაზე, რომელიც მასზე 7 წლით უფროსი იყო და რომელთანაც 8 წელიწადი იცხოვრა.
საბოლოოო ბედნიერება კი მწერალმა ქართველ ქალთან იპოვა, მისი მესამე მეუღლე გახლდათ მხატვარი რუსუდან ხანტაძე, რომელთანაც ანდრონიკაშვილმა სიცოცხლის ბოლომდე იცხოვრა. რუსუდანს და ბორისს ჰყავთ ორი შვილი.
ბორისი ქართველი მსახიობის კირა ანდრონიკაშვილისა და გერმანული წარმოშობის რუსი მწერლის ბორის პილნიაკის შვილი გახლდათ. საბჭოთა ხელისუფლებისთვის მიუღებელი უფროსი ბორის პილნიაკი რეპრესიებს ემსხვერპლა, ის გადასახლებაში გარდაიცვალა და მისი სახელის რეაბილიტაცია მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მოხდა. სწორედ ამ ისტორიის გამო შეიცვალა უმცროსმა ბორისმა გვარი და ანდრონიკაშვილი გახდა.
„ერთადერთი, რაც მამაჩემმა მიამბო ის იყო, რომ ბათუმის სანაოსნო სასწავლებელში ყოფნისას, მას გამოუთქვამს სურვილი, გამხდარიყო „კაპიტან დალნევა პლავანია“, რაზეც უარი უთხრეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მაინც „სინ ვრაგა ნაროდა“ იყო. სხვა ფაკულტეტზე გადაიყვანეს და ამიტომაც მან ის სასწავლებელი დატოვა. სხვა მხრივ, რაიმე სახის დევნა არ ყოფილა„ - იხსენებს ერთ-ერთი ქართული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიში ბორისის ვაჟი.
გადასახლების მსხვერპლი გახლდათ კირაც, რომლის ერთადერთი დანაშაულიც პილნიაკის ცოლობა იყო. თუმცა ცოლი პატიმრობიდან ქმარზე ადრე გაათავისუფლეს.
როგორც ამბობენ არაჩვეულებრივი ქალი გახლდათ ბორისის დედა, გარდა სილამაზისა კირას სხვა ღირსებებიც მრავლად ჰქონდა, იყო კეთილგონიერი და კეთილშობილი ქალბატონი. მის ამ თვისებებს საკუთარ ავტობიოგრაფიაში ხაზს არაერთხელ უსვამს ყოფილი რძალი ლუმდილა გურჩენკო.
ცნობისთვის კირა ანდრონიკაშვილი გახლდათ მსახიობ ნატო ვაჩნაძის და, მოგეხსენებათ ვაჩნაძე ქართული კინოს ლეგენდის პირველი ქმრის გვარი გახლდათ და რადგან პოპულარობა სწორედ ამ გვარით მოიპოვა, შემდგომში შენგელაიაზე გათხოვებისასაც კი აღარ შეუცვლია.
დაქვრივების შემდეგ კირა ანდრონიკაშვილი ცხოვრობდა ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კანადაში და იქ გარდაიცვალა.
სტატიაზე მიბმულ ვიდეოში, რომელიც ლუდმილა გურჩენკოს შესახებ გადაღებული პოპულარული სერიალიდანაა, კირა ანდრონიკაშვილის როლის შემსრულებელი ქართულად უმღერის ლუდმილასა და ბორისის ქალიშვილს მარიას. სხვათაშორის მშობლების განქორწინების შემდეგ მარია დედის გვარზე გადავიდა და მამასთან ურთიერთობა გაწყვიტა, ის არ ურთიერთობდა არც ნახევარ და-ძმასთან, მოგვიანებით კი ურთიერთობა დაეძაბა დედასთანაც. მარიასა და ლიუდმილას სკანდალური სასამართლო პროცესები და დავები ქონების გამო გურჩენკოს სიცოცხლის ბოლო წლებში რუსული ყვითელი პრესის საყვარელი თემა იყო.
კომენტარი