ქართველი გეოლოგების დასკვნით, მეწყერი და ღვარცოფი ისევ მოსალოდნელია
უკვე ცნობილია მეწყრისა და ღვარცოფის საშიშროებასთან დაკავშირებით ქართველი გეოლოგების დასკვნა, რომელიც სანუგეშო ნამდვილად არ არის: დასკვნის მიხედვით, საქართველოს ცალკეულ რეგიონებში, ძირითადად, მაღალმთიანეთში, მეწყერი და ღვარცოფი ისევ მოსალოდნელია.
დასკვნაში, რომელიც კომპეტენტურმა ქართველმა გეოლოგებმა რიკოთის უღელტეხილისა და დუშეთის რაიონის სტიქიური უბედურების ზონაში დაკვირვებების შედეგად მიიღეს, აღნიშნულია, რომ ცალკეულ უბნებზე, როგორც ერთ, ასევე მონაკვეთში, არსებობს ლოკალური კერები, სადაც მეწყრისა და ღვარცოფის საშიშროება ვერ გამოირიცხება.
გეოლოგების განვცხადებით, ღვარცოფთან მიმართებაში განსაკუთრებით საშიშია კახეთის რეგიონი, ხოლო მეწყერსაშიში ზონების სიუხვით განსაკუთრებით მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო, სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და აჭარის მაღალმთიანეთი გამოირჩევიან.
ქართველი გეოლოგების დასკვნის მიხედვით, წელს საქართველოში სტიქიური მოვლენების აქტივიზაციის პიკია და ეს ეტაპი ივლისის დასწყისამდე გასტანს.
კომენტარი