სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“Red Hot Chili Peppers”–მა ახალი ალბომის გამოსვლის ზუსტი თარიღი დაასახელა

ამერიკული ჯგუფი, “Red Hot Chili Peppers” ახალ, მეათე ალბომს, სახელწოდებით "I'm With You" 2011 წლის 30 აგვისტოს გამოუშვებს. ახალი ალბომი ხუთწლიანი შესვენების შემდეგ გამოვა. მეცხრე ალბომი, "Stadium Arcadium", ჯგუფმა 2006 წელს გამოუშვა.

ცნობილია, რომ ახალ ალბომში 12 სიმღერა შევა. პირველი მუსიკალური რგოლის სახელწოდება, „The Adventures of Raindance Maggie" იქნება და მას მიმდინარე წლის 18 ივნისს შექმნიან. ალბომის პროდუსერი რიკ რუბინია.

ალბომზე მუშაობაშ მონაწილეობა არ მიიღო გიტარისტმა ჯონ ფრუსჩანტემ, რომელმაც ჯგუფი 2009 წელს დატოვა. მუსიკოსმა თავისი გადაწყვეტილება მუსიკალური გემოვნების ცვლილებით ახსნა, მას სურდა რომ ორიენტაცია სოლო კარიერაზე გაეკეთებინა. ჯგუფში მისი ადგილი ჯოშ კლინჰოფერმა დაიკავა.

“Red Hot Chili Peppers” 1983 წელს, ლოს–ანჯელესში, ვოკალისტებმა, ენტონი კიდისმა და ბასისტმა, მაიკლ ბალზარიმ ჩამოაყალიბეს. ჯგუფის წევრები იყვნენ ჯეკ აირონსი და ჰილელ სლოვაკი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების გადამეტებული დოზით, 1988 წელს გარდაიცვალა.

კოლექტივს მსოფლიო აღიარება 1991 წელს გამოშვებულმა ალბომმა, "Blood Sugar Sex Magik"–მა მოუტანა, რომლის გამოსვლის შემდეგ ჯგუფი ფრუსჩანტემ დატოვა. შემდეგ იგი კვლავ დაუბრუნდა ჯგუფს და მონაწილეობა ერთ–ერთი პოპულარული სინგლის, „Californication“–ის ჩაწერაში მიიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100