16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი: თქვენ ძალიან გსიამოვნებთ, როცა საკუთარი გეგმის მიხედვით მოქმედებთ, ეს ძალიან კარგი თვისებაა, მაგრამ კარგი იქნება ხანდახან თუ დატოვებთ გარკვეულ საკითხებს ისე, როგორც არის და არ ეცდებით მათ შეცვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დიდი ენერგია უსაფუძვლოდ დახარჯოთ.
კურო: გახსოვდეთ რომ ყოველთვის ყველაფრის ისე დასრულებას ვერ შეძლებთ როგორც გსურთ. ამის გამო არ ღირს ხასიათის ცვლილება. ნუ ცდილობთ შეეჭიდოთ ყოველ სირთულეს. ეს ყველფარი თქვენს სამომავლო ცხოვრებაზე ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს.
ტყუპები: დღეს დრო ძალიან ნელა გავა, მაგრამ ამაში ცუდი არაფერია. კარგი იქნება მოთმინების უნარს თუ გამოიმუშავეთ. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის ყველაფერი ისე არ არის როგორც თქვენ გსურთ.
კირჩხიბი: კარგი იქნება საკუთარ მეგობრებს თუ გაიხსენებთ, ისინი თქვენზე ძალიან ღელავენ, რადგან უკანასკნელი დროის მანძილზე მათ ყურადღებას საერთოდ აღარ აქცევთ. არ ღირს საკუთარი პრინციპების გამო ახლობლებსა და მეგობრებზე უარის თქმა.
ლომი: დღეს მოგინდებათ, რომ მეგობრების პრობლ;ემებში გაერკვეთ და მათ დახმარებაც აღმოუჩინოთ. ეს ძალიან კარგად იმოქმედებს თქვენს ხასიათზე, ამიტომ უარს ნუ იტყვით ამ სურვილზე.
ქალწული: დღეს შეძლებთ მაქსიმალურად გართობას. შეძლებთ ყურადღება არ მიაქციოთ სხვების აზრს და მხოლოდ საკუთარი პრინციპების შესაბამისად იმოქმედოთ. რა თქმა უნდა ეს თქვენს ამაღლებულ განწყობას გამოიწვევს.
სასწორი: ეცადეთ დღეს რაც შეიძლება სამართლიანნი იყოთ. რადგან უამარავი საქმის მოგვარება მოგიწევთ, სადაც იძულებული იქნებით გამოარკვიოთ ვინ არის მართალი და ვინ არა, ეცადეთ შეცდომა არ დაუშვათ.
მორიელი: დღეს შესაძლოა იგრძნოთ, რომ ადამიანების გარკვეულ ნაწილთან აგრესიული დამოკიდებულება გაქვთ. ეცადეთ გამოარკვიოთ რა იწვევს მსგავს დამოკიდებულებას. ნუ დატოვებთ ყოველივეს ისე, როგორც არის, აუცილებლად გამოასწორეთ.
მშვილდოსანი: დღეს შეძლებთ თქვენს ირგვლივ წარმოქმნილ კონფლიქტში სამართლიანი აზრის გამორჩევას. აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავაშირებით და მტკიცედ დაიცავით იგი.
თხის რქა: დღეს შეძლებთ თავის გამოჩენას, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პრობლემები შეგექმნებათ, მაინც მოახერხებთ თქვენი პოზიციების დაცვასა და მათ რეალიზებას. აუცილებლად შეამჩნევენ თქვენს ძალისხმევას და ეს ყოველივე სამომავლო წარმატების მიზეზიც კი გახდება.
მერწყული: დღეს მიხვდებით, რომ ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა დაგღალეს, მაგრამ ვერ ხვდებით რა მოიმოქმედოთ, უბრალოდ ეცადეთ ამ ადამიანებთან კონტაქტს მოუკლოთ და რაც შეიძლება მცირე ყურადღება დაუთმეთ მათ.
თევზები: ზოგადად თქვენ არ გიყვართ ულტიმატუმების წამოყენება მაგრამ დღეს კარგი იქნება მეგობრების გარკვეულ ნაწილს თქვენს ძალას თუ აგრძნობინებთ, ეს თქვენზე შეხედულებების ცვლილებას არ გამოიწვევს, უბრალოდ რამდენიმე ადამიანი თქვენს ძალას იგრძნობს და მიხვდება, რომ თქვენი კონტროლი შეუძლებელია.
კომენტარი