დღეს ბათუმის ზღვაში ორი გვამი იპოვეს
ბათუმში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ამჯერად ზღვაში 20 წლის გოგო დაიხრჩო. ცხედარი მაშველებმა რამდენიმე წუთიანი ძებნის შემდეგ იპოვეს, ზღვიდან ამოყვანის შემდეგ გოგონას პირველადი დახმარება გაეწია, თუმცა უშედეგოდ. ამ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს
კურიერის ინფორმაციით, ცხედარი რამდენიმე წუთის წინ პროზექტურაში გადაასვენეს. თვითმხილველების განცხადებით, მან ცურვა არ იცოდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
შეგახსენებთ რომ გოგონას პოვნამდე ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. ცხედარი მაშველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვნეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უკვე გადაასვენეს პროზექტურაში. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარი