სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საუკეთესო მეგობართან გიჟური სექსი მქონდა, ამის შემდეგ კი სოციალურ ქსელში დამბლოკა

უცხოურ პრესაში ერთ-ერთი ქალის წერილი გამოქვეყნდა, რომელიც საკუთარი პრობლემის შესახებ უამბობს მკითხველს. დრონი.ჯი გთავაზობთ წერილის თარგმანს:

„მე 26 წლის ვარ, ის 32-ის. თავიდან საუკეთესო მეგობრები ვიყავით, შემდეგ გიჟური სექსი გვქონდა და ამის მერე დამბლოკა სოციალურ ქსელში, თავს მარიდებს და აღარ მეხმიანება ტელეფონზეც. არ ვიცი რა დავაშავე ან რა გავაკეთე არასწორად.

ეს ყველაფერი ერთ უწყინარ საღამოს მოხდა, ბევრი ღვინო დავლიეთ და თავი ვერც ერთმა გავაკონტროლეთ. არაჩვეულებრივი სექსი გვქონდა, ცეცხლოვანი, რის შემდეგაც მან მითხრა, რომ თავს სასიამოვნოდ და გასხვავებულად გრძნობდა, თუმცა ჩვენი საერთო მეგობრებისთვის უთქვამს, რომ მე შევაცდინე და არც ისე კარგი ინტიმური კონტაქტი გვქონდა.

შოკში ვიყავი, რადგან მართლა არ მიმიცია მიზეზი, რომ მსგავსი რამ ეთქვა. ინიციატივაც კი არ ყოფილა ჩემი. მეორე დღეს მივწერე, რომ თავს უცნაურად ვგრძნობდი, მაგრამ არც კი მიპასუხა ამ მესიჯზე. რამდენიმე საათის მერე მომწერა, რომ შეცდომა დაუშვა და ჩემი ნახვა სურდა. იმ საღამოს პატარა პაბში შევხვდით და მკითხა, თუ რა მსურდა მისგან. მე ვაღიარე, რომ შეძრწუნებული ვიყავი მომხადრით, თუმცა ეს ჩვენს მეგობრობაზე არ იმოქმედებდა.

ამის შემდეგ წავედი სახლში, თუმცა მეგობრობა, რომელიც ამდენი წელი გრძელდებოდა, სწორედ იმ საღამომ დაანგრია. ადრე ხშირად დავდიოდით კინოში, სოციალურ ქსელში გამუდმებით ვწერდით ერთმანეთს, ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი იყო ჩემს მიმართ. სოციალურ ქსელში დაბლოკილი ვყავარ, დამივიწყა, ძალიან მარტივად დამივიწყა“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100