ჩვენ არ უნდა ვიმეგობროთ “გათხოვილ” დაქალებთან?
ერთ-ერთმა ბლოგერმა საკუტარ ბლოგზე გამოაქვეყნა საინტერესო ჩანახატი სახელწოდებით"ჩემი გატხოვილი დაქალები", რომელიც ალბათ ბევრ გოგოს დააფიქრებს და გულზეც მოხვდება. დრონი.ჯი ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
” ჩემი საუკეთესო დაქალის ქორწილში სადღაც მოშორებით მაგიდასთან ვიჯექი და ვფიქრობდი თუ რა შემეშალა ჩვენს ურთიერთობაში.”
ყოველი გოგოს ცხოვრებაში დგება ის მომენტი , როდესაც შენი დაქალი სერიოზულ ნაბიჯს დგამს და სოციალურ სტატუსს იცვლის.
2014 წლის დადგომისთანავე სამი უახლოესი მეგობარი გაბედნიერდა.მაგრამ მთავარი მოვლენა ჩემი საუკეთესო მეგობრის გაბედნიერება იყო.მასთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებდა და საკმაოდ კარგი მოგონებები.
ყველაზე ამაფორიაქებელი არის ის დღე, როდესაც მოგდის შეტყობინება რომ შენმა დაქალმა გაბედნიერება გადაწყიტა.სამივე მეგობარმა სხვადახვანაირად გამაგებინა ამ გადაწყვეტილების შესახებ: ერთმა წინასწარ შემატყობინა და ერთად ვგეგმავდით ქორწილის ყველა დეტალს,მეორესთანაც ანალოგიური, ხოლო რაც შეეხება საუკეთესო მეგობარს შემთხვევით გადამერეკა და შემატყობინა ,რომ 1 კვირაში ბედნიერდებოდა.
ყველაზე საშინელი დღე არის ის დღე , როდესაც უნდა გაიცნო შენი დაქალის “რჩეული”.სწორედ ამ დღეზე არის ხშირად დამოკიდებული გააგრძელებთ თუ არა შენ და შენი დაქალი მეგობრობას ან გააგრძელებენ თუ არა ისინი ურთიერთობას.თუ ორივემ სწორად გაიარეთ ეს ტესტირება, სწორედ შენი იქნები მათი ბედნიერების მოწმე, თუ არადა დაჯერდები ტორტის ნაჭერს სადმე გადაკარგულ მაგიდაზე შენი დაქალის ქორწილზე.
შენ უნდა შეეგუო იმ აზრს , რომ შენი როლი მეორე ნახევრიანი ადამიანის ცხოვრებაში მეორეხარისხოვანი გახდება.ის ვეღარ გითმობს იმდენ დროს, რამდენიც შენ გჭირდება , ირონიულად საუბრობს სიყვარულზე ან საერთოდ არ გისმენს,უარესიც გაძლევს ისეთ რჩევებს რომლებსაც არავითარი კავშირი აქვს, ეჭვიანობს შენ ახალ მარტოხელა დაქალებზე და ცდილობს ყველაფერი გამოასწოროს.ხშირ შემთხვევებში ეს არ ამართლებს და მათ ცხოვრებაში მეგობრის როლს ქმარი ან შეყვარებული ირგებს ხოლმე.მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს რომ ჩვენ არ უნდა ვიმეგობროთ “გათხოვილ” დაქალებთან?
როგორც გამოცდილებამ მიჩვენა, სავსებით შესაძლებელია მათაც გაუჩნდეთ სურვილი ისევ დაგელაპარაკონ,(ოღონდ აუცილებლად თავშეკავებულად ოჯახზე), ისევ გაერთონ, ოღონდ აუცილებლად ქმარიც უნდა ახლდეთ , ისევ გეჭორაონ საერთო ნაცნობებზე, ოღონდ როცა ქმარი მეზობელ ოთახშია და ყველაფერი კარგად ესმის ,მაგრამ მიუხედავად ამისა მომენტი რომ მათაც აინტერესებთ ჩვენი “ჯერ კიდევ გაუთხოვარი” მეგობრების პრობლემები და სასიყვარულო ისტორიები, უნდა გამორიცხოთ.
ერთ-ერთი ჩემი დაქალის ქორწილზე( აი იმან შემთხვევით რომ გამაგებინა, როცა მე დავურეკე) ვიჯექი და ვფიქრობდი რა შემეშალა ჩვენს ურთიერთობაში. ვფიქრობდი 10 წლიან მეგობრობაზე და ვერანაირი მიზეზი ვერ მომდიოდა თავში.
ამ დღეებში კი სულ შემთხვევით წავაწყდი სურათს ერთ-ერთ სოციალურ ქსელში, სადაც იყო პასუხი ჩემს კითხვაზე :
“მეგობრები, გვტოვებენ მაშინ როდესაც ისინი სხვასთან უკეთესად გრძნობენ თავს”
კომენტარი