5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი – დღეს თანამოაზრის მონახვა გაგიჭირდებათ. ვარსკვლავები სიტყვით გამოსვლას არ გირჩევენ. კარგი დღეა ბავშვებთან ურთიერთობისათვის.
კურო – რთული ვითარებიდან გამოსავლის პოვნაში მხოლოდ თქვენი საკუთარი აზრი და გადაწყვეტილება დაგეხმარებათ. პატარა წარმატებაც კი დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
ტყუპები – გაითვალისწინეთ, გარშემომყოფებისადმი ზედმეტ ნდობას უარყოფითი შედეგები მოჰყვება. მოვლენების პროგრესულ განვითარებას მცდარი ინფორმაცია შეუშლის ხელს.
კირჩხიბი – ნუ აყვებით ემოციებს. თავი აარიდეთ პესიმისტურ განწყობასა და იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს განწყობაზე უარყოფით გავლენას ახდენენ.
ლომი – დღეს ზედმეტად კრეატიული იქნებით. დიდი ალბათობაა, რომ მეგობრების რჩევებმა შეცდომაში შეგიყვანოთ.
ქალწული – დღეს მოვლენებს არაადექვატურად შეაფასებთ, ეს კი თქვენი ემოციურობის ბრალი იქნება. საღამოს სექსუალური კავშირისადმი ინტერესის გაზრდაა მოსალოდნელი.
სასწორი – ნუ ენდობით ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს. დღის მეორე ნახევარში განწყობას მატერიალური ზარალი და იმედგაცრუება გაგიფუჭებთ.
მორიელი – დღეს პრობლემებს განსაკუთრებულად ემოციურად შეაფასებთ. ვარსკვლავები მეორე ნახევართან ურთიერთობის გაფრთხილებას გირჩევენ.
მშვილდოსანი – არ დანებდეთ, თუ პირველი ნაბიჯები სასრუველ შედეგს არ გამოიღებს. წამოიწყებთ ახალ საქმიანობას, რომლის მთავარი მიზეზი ფინანსური ინტერესი იქნება.
თხის რქა – რუტინული სამუშაო დღე თქვენთვის საინტერესო გახდება. გახსოვდეთ, მოულოდნელი გარემოებები და სიტუაციები საფრთხეს მოასწავებენ.
მერწყული – უკვე შედგენილ გეგმებში კორექტირებას ნუ შეიტანთ. გაუთვალისწინებელ სიტუაციაზე დროულად მაოხდინეთ რეაგირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლენები თქვენს სასარგებლოდ არ განვითარდება.
თევზები – დაძაბულობა დღის განმავლობაში თანდათან გაიზრდება. მაგრამ თქვენი შეცდომაში შეყვანა დღეს ადვილი არ იქნება.
კომენტარი