სააკაშვილი უკვე 67 კგ-ა, ამის შემდეგ უკვე ორგანოების გათიშვა იწყება - ალასანია
სააკაშვილის წონა კრიტიკულ ზღვარზეა, რის შემდეგაც ორგანოების გათიშვა იწყება, - ამის შესახებ "ვივა-მედიდან" გამოსვლის შემდეგ გიული ალასანიამ განაცხადა.
მესამე პრეზიდენტის დედა სახელსუფლებო მედიებს სთავაზობს, ავიდნენ სააკაშვილის პალატაში და რეალური კადრები გადაიღონ.
კატასტროფული მდგომარეობაა, 67 კილოა ეს ადამიანი. ეს უკვე ის ზღვარია, რის შემდეგაც იწყება ორგანოების გათიშვა, რომლის შემდეგაც სიკვდილის მეტი არარაფერი რჩება. აი, მაინტეერსებს... "რუსთავი2', 'იმედი", თქვენს უფროსებს უთხარით, რომ მოგცენ საშუალება მიხვიდეთ და იქ გადაიღოთ რეალური კადრი და არა ის, რაც გუშინ აჩვენეს. ექტანი იყო იქ დ აიმან მითხრა, იმან მომაწოდა ეს ინფორმაცია და არის კატასტროფული მდგომარეობა, - თქვა ალასანიამ.
კომენტარი