სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვალერი მელაძეს ომის საწინააღმდეგო განცხადების გამო ცოლი შორდება? - რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია და ალბინა ჯანაბაევას პირველი კომენტარი

მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თი შე­იჭ­რა, რუ­სუ­ლი მე­დია ყო­ველ­დღი­უ­რად ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გარ­და, რო­მელ­საც "სპე­ცო­პე­რა­ცი­ად" მო­იხ­სე­ნი­ებს აქ­ტი­უ­რად "აშა­ვებს“ იმ ხე­ლო­ვა­ნებს, რომ­ლებ­მაც პუ­ტინს ომის შე­წყვე­ტა მოს­თხო­ვეს. რუ­სე­ბის­თვის სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი ზო­გი­ერ­თი ვარ­კვლა­ვი წა­მებ­ში იქცა მტრად და ამ სიის პირ­ველ სა­მე­ულ­ში ალა პუ­გა­ჩო­ვა, ვა­ლე­რი მე­ლა­ძე და ვერა ბრეჟნე­ვა არი­ან. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით ალა, რო­მე­ლიც ქმარ­თან და ორ შვილ­თან ერ­თად ის­რა­ელ­ში იმ­ყო­ფე­ბა, ქვე­ყა­ნას (ის­რა­ელს) თავ­შე­სა­ფარს სთხოვს, რად­გან ეში­ნია სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის. თუმ­ცა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს და პრი­მა­დო­ნას ფაქ­ტი თა­ვად არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია. რაც შე­ე­ხე­ბა ვა­ლე­რი მე­ლა­ძეს, მისი ყვე­ლა კონ­ცერ­ტი რუ­სეთ­ში გა­და­ი­დო და უფრო მე­ტიც, ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცის­ფე­რი ეკ­რა­ნე­ბი­დან გა­აქ­რეს. მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ ცნო­ბი­ლი ჰი­ტის "Salute, Vera!"-ს ავ­ტორ­მა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი გა­ო­ცე­ბუ­ლი და­ტო­ვა და ძა­ლი­ან გა­ა­ნა­წყე­ნა. თუმ­ცა აქვე აყ­ვედ­რი­ან, რომ მე­ლა­ძემ დიდი ფული სწო­რედ რუ­სეთ­ში იშო­ვა და ის ფაქ­ტი, რომ ახლა მდიდ­რულ სახ­ლში მა­გი­დას­თან ზის და რუს სამ­ხედ­რო­ებს აკ­რი­ტი­კებს, მი­უ­ღე­ბე­ლია. რუ­სულ მე­დი­ა­ში ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ გა­უქ­მე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მე­ლა­ძე ამ რთულ პე­რი­ოდ­შიც რუსი ოლი­გარ­ქე­ბის და­ხუ­რულ წვე­უ­ლე­ბებ­ზე გა­მო­დის და მისი მო­თხოვ­ნე­ბი შთამ­ბეჭ­და­ვია. მხო­ლოდ ერთი სა­ღა­მოს სიმ­ღე­რის­თვის ის 70 ათას ევ­როს ითხოვს. ასე­ვე სხვა ქა­ლაქ­ში, ან ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ამას ემა­ტე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი ხარ­ჯე­ბის­თვის თან­ხა და სას­ტუმ­როს ნო­მე­რი. ასე­ვე მერ­სე­დე­სის ფირ­მის ავ­ტო­მან­ქა­ნა არამ­წე­ვე­ლი მძღო­ლით და ბო­ნუ­სად ვის­კი 12 წლის დაძ­ვე­ლე­ბით. ამავდრო­უ­ლად, რუ­სულ მე­დი­ა­ში გაჩ­ნდა სტა­ტია სა­თა­უ­რით, რომ ვა­ლე­რი მე­ლა­ძეს უკ­რა­ი­ნის ომის შე­სა­ხებ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო ცოლი შორ­დე­ბა. სტა­ტი­ა­ში წე­რია, რომ ალ­ბი­ნა ჯა­ნა­ბა­ე­ვა და ვა­ლე­რი მე­ლა­ძე ახლა რთულ პე­რი­ოდს გა­დი­ან, მალე ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი გან­ქორ­წინ­დე­ბი­ან. ჭო­რე­ბის თა­ნახ­მად წყვილს პრობ­ლე­მე­ბი მას შემ­დეგ შე­ექ­მნა, რაც მე­ლა­ძემ სა­ჯა­როდ დაგ­მო რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში. ალ­ბი­ნა ჯა­ნა­ბა­ე­ვა ქმრის საქ­ცი­ელს უგუ­ნუ­რო­ბად მი­იჩ­ნევს - ვკი­თხუ­ლობთ მე­დი­ა­ში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100