სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის“ წინასაარჩევნო ანგარიშზე შეფასებას აკეთებს.

არასმათავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ დაფიქსირებული დარღვევების დროულად გამოძიებისა და მათზე არაადეკვატური რეაგირების მხრივ სურათი არადამაკმაყოფილებელია. დღემდე სათანადო რეაგირება მხოლოდ ერთ ფაქტს მოჰყვა, როდესაც სოფელ ოქრუაშვილების (ხულოს მუნიციპალიტეტი) სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სკოლაში წინასაარჩევნო ღონისძიების ჩატარების გამო დაკავაბული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.

მიუხედავად ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები მათ საჩივარზე აღნიშნული ჯგუფის რეაგირებას მიესალმებიან. მათი თქმით, აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ზოგადო განცხადებებით არ შემოიფარგლებოდნენ და თავიანთ გამოსვლებში აქცენტს იმ დარღვევებზე აკეთებდნენ, რომლებიც სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებსა და შეფასებებში იყო ხაზგასმული.
ასეთ ღონისძიებებს შორის მოყვანილია ის ვიდეორგოლი, სადაც პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საჯარო მოხელეებს მიმართავდა არ გამოეყენებინათ ადმინისტრაციული რესურსი. ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ეკა ზღულაძის საჯარო განცხადება, სადაც ის მიმართავდა პატიმართა ოჯახებს, არ დაეჯერებინათ არანაირი დაპირება მმართველი პარტიის მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვების სანაცვლოდ მათი ოჯახის წევრების მიმართ ამნისტიის განხორციელებაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100