ქორწილის ფოტოგრაფებმა მოსალოდნელი განქორწინების პირველი ნიშნები დაასახელეს, რომელსაც წყვილები შეუღლებისთანავე ავლენენ
ხშირად, ქორწინების დროს წყვილები შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით ცდილობენ, ყველას დაანახონ, თუ როგორი ბედნიერები და აღტაცებულები არიან, თუმცა, გამოცდილ ფოტოგრაფებს არაფერი გამოეპარებათ და პირველივე დღეს ხვდებიან, რამდენად მყარია ამა თუ იმ წყვილის ურთიერთობა და არის თუ არა მოსალოდნელი მათი განქორწინება პირველივე უსიამოვნების დროს.
Reddit-ის პორტალზე მომხმარებლებმა გამოთქვეს სურვილი, საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინათ ფოტოგრაფებს და პასუხმაც არ დააყოვნა - ამ საქმის პროფესიონალები მოსალოდნელი განქორწინების პირველ ნიშანს მაშინ ხედავენ, როდესაც ქორწილში წყვილი ერთმანეთს უმნიშვნელო დეტალზე ეკამათება.
მეორე ნიშნანია ახალდაქორწინებული წყვილიდან ერთ-ერთის დუმილი, მითუმეტეს, თუ მისი მეორე ნახევარი საკმაოდ კარგ დროს ატარებს - ერთი საკუთარ წვეულებაზე მხიარულობას არ იკლებს, მეორე კი მოწყენილია ან ნაძალადევი ღიმილით ცდილობს სტუმრებს დააჯეროს, რომ ბედნიერი, მაგრამ თავშეკავებულია.
მესამე ნიშანია ერთმანეთის სურვილების უპატივცემულობა - მომხმარებელმა c64bandit-მა ერთი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც საქმროს ველური დასავლეთის სტილში სურდა საქორწინო ფოტოები, საცოლემ კი აიძულა, საკუთარ ძაღლთან ერთად გადაეღო და ოთხფეხა მეგობარი მესამე მთავარი გმირი ყოფილიყო ფოტოალბომში.
შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ტორტის როლი საქორწინო წვეულებაზე წყვილის ნაადრევად განქორწინების კიდევ ერთი ნიშანია - მომხმარებელი kylesford ამტკიცებს, რომ წყვილები, რომლებიც ქორწილში ტორტის დაჭრისას ერთმანეთს სახეზე კრემს აზელენ, განქორწინების კანდიდატები არიან. ეს ვითომ მოდური ტენდენცია სინამდვილეში ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებას კარგად გამოხატავს და იმის მანიშნებელია, რომ ერთმანეთს პატივს არ სცემენ.
ამ თეორიას სხვა ფოტოგრაფებმაც აუბეს მხარი და აღნიშნეს, რომ პირველი კონფლიქტი სწორედ ტორტის სახეზე შეზელვის შემდეგ იწყება - პატარძალი, რომლისთვისაც საქორწინო მაკიაჟი ძალიან მნიშვნელოვანია, ტორტის მოცილებისას იმდენად ცუდ განწყობაზე დგება, რომ მზად არის მეუღლე მოკლას. ეს სწორედ საწყისი ნაბიჯია, ცხოვრების მომდევნო ეტაპებზე კი უმნიშვნელო დეტალზეც შეუძლიათ სერიოზულ კონფლიქტში შევიდნენ ერთმანეთთან.
კომენტარი