სამართალდამცველებმა კახეთში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დამაძინებელი ყაყაჩო ამოიღეს
სამართალდამცველებმა კახეთში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნედლი მცენარეული მასა ამოიღეს.
ექსპერტიზის
დასკვნით, ამოღებულია "ოპიუმის" შემცველი 2 კილოგრამი და 374 გრ
დამაძინებელი ყაყაჩო.
ფაქტზე დაკავებულია 34 წლის მამაკაცი, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით,
ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ეჭვმიტანილის დაკავება დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯში მოხდა. ბრალდებული
ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
კომენტარი