სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჟურნალისტი ჩეჩელაშვილი შსს-ს წინააღმდეგ

რადიო "ძველი ქალაქის" ჟურნალისტი თეა ჩეჩელაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ჟურნალისტმა ქუთაისში სამხარეო პოლიციის შენობასთან ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ბოლო 3 თვის ანმავლობაში უკვე 3-ჯერ გაქურდეს.

პირველი შემთხვევა 3 მარტს მოხდა, როდესაც ჩეჩელაშვილის სახლიდან "ნოუთბუქი" და სხვა ძვირფასი ნივთები წაიღეს. მეორედ მასთან მისული მეგობრის მანქანა გაქურდეს, მესამე შემთხვევა კი აღდგომის ღამეს მოხდა. ჩეჩელაშვილის თქმით, სამივე შემთხვევასთან დაკავშირებით მან პოლიციას დროულად შეატყობინა, თუმცა მომხდარს სამართალდამცველების მხრიდან რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია.

ჩეჩელაშვილი აცხადებს, რომ თუ მსგავსი ფაქტები გაგრძელდება, მან შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვას. ჩეჩელაშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი.

ძურაბ გამეზარდაშვილი მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და აცხადებს, რომ სამივე საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი, რათა დროულად მოხდეს ქურდობის ფაქტების გამოძიება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100