სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სიმსუქნის გამო 19 წლის გოგონა ინსტაგრამზე დაბლოკეს

სკანდალი ინსტაგრამის გარშემო. 19 წლის სემ ნიუმანს, საკუთარი ნახევრადშიშველი ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ პროფილი გაუუქმდა.

ინსტაგრამზე საცვლებსა და საცურაო კოსტუმში გადაღებულ ფოტოებს ბევრი ადამიანი აქვეყნებს, თუმცა მათგან განსხავებით სემს ჭარბი წონის პრობლემა აქვს და ინსტაგრამის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ეს ფოტო საიტის მომხმარებლებისთვის უსიამოვნო სანახავი იქნებოდა.

აღნიშნული ფაქტის აღმოჩენის შემდეგ საქმეში თინეიჯერთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია ჩაერთო და ინსტაგრამს სემის პროფილის აღდგენასთან ერთად საჯარო განმარტების გაკეთებაც მოუწია.

„ჩვენ შეცდომა დავუშვით და შემთხვევით წავშალეთ სემის პროფილი, ბოდიშს ვიხდით აღნიშული ფაქტის გამო“ - განაცხადეს ინსტაგრამში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100