გლიზე 581-ე – “ახალი” პლანეტა ცაზე
პლანეტა გლიზე 581-ე მეცნიერ მიშელ მაიორის ჯგუფმა, ჟენევის ობსერვატორიაში, სულ რაღაც ორი წლის წინ აღმოაჩინა. მკვლევარებმა მაღალი სიზუსტის სხივის სიჩქარის პლანეტის მაძიებელი, ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის 3.6 მეტრიანი ტელესკოპი გამოიყენეს. კვლევები ტარდებოდა ლა სილას ობერვატორიაშიც, ჩილეში. აღმოჩენა გამოცხადდა 2009 წლის 21 აპრილს.
პლანეტა M3V ტიპის წითელ ჯუჯა ვარსკვლავს წარმოადგენს, რომელიც დედამიწიდან 20 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს, სასწორის თანავარსკვლავედში. გლიზე 581 ე-ს საერთო მასა მინიმუმ 1.9 დედამიწის მასის ტოლია. ამ პლანეტას, სავარაუდოდ, არ გააჩნია ატმოსფერო, მისი მაღალი ტემპერატურის, მცირე ზომისა და ძლიერი ვარსკვლავური რადიაციის გამო.
კომენტარი