სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკელი ლგბტ-ები მიშა მესხისა და მამა ანთიმოზისთვის წითელ ხალიჩაზე სამარცხვინო დერეფნის მოწყობას გეგმავენ

ოსკარზე წარდგენილი ქართული ფილმის მანდარინების ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი მიშა მესხი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე მამა ანთიმოზთან ერთად აპირებს წასვლას, თუმცა მისი გეგმა საფრთხეშია.

ამერიკელი ლგბტ-ები მიშა მესხისა და მამა ანთიმოზისთვის წითელ ხალიჩაზე სამარცხვინო დერეფნის მოწყობას გეგმავენ. ამ ინფორმაციას მიშა მესხის მეგობრის, გუკა რჩეულიშვილის მამა ვახო რჩეულიშვილი ავრცელებს.

“ქართველი ლგბტ აქტივისტების თხოვნით ლოს-ანჟელესელი გეები მამაო ანთიმოზს და მიშა მესხს "ოსკარზე" წითელ ხალიჩაზე " სამარცხვინო დერეფანს" უმზადებენ ტაბურეტკებისაგან. მიშა მესხმა მხარდაჭერისათვის ამერიკელ-ქართველ ნატურალებს მიმართა, რათა დაიცვან ქართველი მღვდელი. მესხმა საერთაშორისო სკანდალის თავიდან ასაცილებლად ქართველ გეებსა და მღვდლებს ძალადობაზე მორატურიუმის გამოცხადებისაკენ მოუწოდა. მიშა მაგარია!” - წერს ვახტანგ რჩეულიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100