სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰააგაში იუველირის მკვლელობაში ეჭვმიტანილ სანდრო გრიგოლიაზე ახალი მასალები გავრცელდა

ჰააგაში საიუველირო მაღაზიაზე ყაჩაღურ თავდასხმაში ეჭვმიტანილი სანდრო გრიგოლიას შესახებ ჰოლანდიური პრესა ახალ დეტალებს ავრცელებს. როგორც გაზეთები იტყობინებიან, გრიგოლიას ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში ჰქონდა პრობლემები სამართალდამცველებთან და ის 2-ჯერ იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს.

მას შემდეგ კი, ახალგაზრდებზე მზრუნველობის სააგენტოს მუდმივი კონტროლის ქვეშ იყო.

"გრიგოლიასთან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვმუშაობდით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ყოფილიყო პროგრესი, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც იმითაც კმაყოფილები ვიყავით, რომ მისი მდგომარეობა სტაბილური იყო",- აცხადებს ახალგაზრდებზე მზრუნველობის სააგენტოს ხელმძღვანელი.

გრიგოლიას ჰოლანდიელი სამართალდამცველები საქართველოდან ექსტრადირების შემდეგ დაკითხავენ, ქართველ ახალგაზრდასთან ერთად მაღაზიაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილ მეორე პირს კი უკვე 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ზია ბორუცკუს მხოლოდ ადვოკატთან კონტაქტის უფლება აქვს.

შეგახსენებთ, რომ თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა ჰააგის პოლიციამ ორი დღის წინ გაავრცელა. მასალაში ჩანს, რომ 25 აპრილს მაღაზიაში გრიგოლია და მისი თანამზრახველი შედიან და გამყიდველთან ერთად არჩევენ ნივთებს.

ცოტა ხნის შემდეგ კი ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ითხოვს ფულს და ოქროს. მათ რამდენჯერმე გაისროლეს, მაღაზიის იუველირი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100