სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ–ის არმია უკვე რუსეთშია?

როგორც ჩანს, რუსეთშიც მრავლად არიან ისეთი ბლოგერები, რომლებიც რუსეთის ხელისუფალთ არა ნატო–სთან და აშშ–სთან დაპირისპირებაში, არამედ მათთან ფარულ თანამშრომლობაში ამხელენ და საკმაოდ სენსაციურ ინფორმაციასაც აქვეყნებენ ხოლმე. ბრალდება, ძირითადად, იმ თეორიას ეფუძნება, რომ რუს ჩინოვნიკებს ძალიან ბევრი ფული აქვთ დაბანდებული დასავლურ ბანკებში და იმისთვის, რომ ქონება შეინაჩუნონ, თურმე ნატო–ს ბლოკთან ფარულ თანამშრომლობაზეც არ ამბობენ უარს.

ერთ–ერთი ასეთი სენსაციური ინფორმაცია, რომელიც „მაქს მაკეევის ჟურნალში“ გამოქვეყნდა, არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთის ტერიტორიაზე სულ მალე აშშ–ს სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ იუწყება:

„სანამ რუსი მაღალჩინოსანი პატრიოტები მოსახლეობას ნატო–სთან დაპირისპირების ზღაპრებით კვებავენ, მოსკოვი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას დასავლურ ალიანსთან“, – ვკითხულობთ ბლოგში.– „უახლოეს მომავალში რუსეთში ამერიკული სამხედრო–სატრანსპორტო ბაზა გაიხსნება.

ამერიკული არმია უკვე რუსეთშია. როგორც 3 თებერვალს „კომერსანტმა“ გვაცნობა, ულიანოვსკში იხსნება ავღანეთიდან ევროპასთან დამაკავშირებელი აშშ–ს სატრანზიტო ტვირთის ცენტრი. ამ ტვირთს ულიანოვსკამდე თვითმფრინავებით მიიტანენ, იქედან კი გემებით – ბალტიისპირულ პორტებამდე – რიგაში, ტალინსა და კლაიპედაში.

საერთო ჯამში, ამ დროისათვის აშშ–ს ტვირთების ავღანეთთან დამაკავშირებელი ჩრდილოეთ მარშრუტი (ამიერკავკასიის ჩათვლით), რომელიც რუსეთის ტერიტორიაზეც გადის, საერთო ლოჯისტიკის მიხედვით, მთლიანი მოცულობის 75% შეადგენს, ხოლო ნატო–ს სამხედრო ტვირთების ბრუნვის გამო არცთუ ისე ცუდად გამოიმუშავებენ ფულს სააქციო საზოგადოება „რუსეთის რკინიგზა“ და სატრანსპორტო კომპანია „ვოლგა–დნეპრი“.

მაგალითად, მხოლოდ ნატო–ს კონტეინერების გადატანისთვის ვაშინგტონი რუსეთის რკინიგზას თვეში ათეულობით მილიონ აშშ დოლარს უხდის“, – აღნიშნავს მაქს მაკეევი და მეტი დამაჯერებლობისთვის ბლოგს მის მიერვე მოხაზული მარშრუტებით შედგენილ რუკასაც ურთავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100