ამობურცულტუჩებიანი ქალები ორგაზმს უფრო სწრაფად აღწევენ
დასავლეთ შოტლანდიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სწავლულებმა ფრიად უცნაური კვლევა ჩაატარეს და ამ კვლევის შედეგები საზოგადოებას წარუდგინეს. მათ დაადგინეს, რომ ქალებში ორგაზმის მიღწევა პირდაპირ კავშირშია... ტუჩების ფორმასთან.
შოტლანდიელ სწავლულთა ექსპერიმენტში 18-დან 35 წლამდე ასაკის 258-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც აღწერდნენ თავიანთი ტუჩების ფორმას, სექსუალურ მისწრაფებებსა და უთითებდნენ, დაახლოებით რა დრო სჭირდებათ სექსის დროს ორგაზმის მისაღწევად.
შეისწავლეს რა პასუხები, სწავლულები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამობურცულტუჩებიანი ქალები, რომლებსაც მკვეთრად გამოწეული და ზემოთ აპრეხილი ტუჩები აქვთ, ორგაზმს თორმეტჯერ უფრო სწრაფად აღწევენ, ვიდრე მშვენიერი სქესის სხვა წარმომადგენლები.
კომენტარი