გაზის გაჟონვის შედეგად ქეთევან წამებულის გამზირზე შვიდი ადამიანი გარდაიცვალა
ქეთევან წამებულის 67 ნომერში, გაზის გაჟონვის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შვიდივე გარდაცვლილი "ლიბერთი ბანკის" მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის 2 მამა-შვილი იყო. ბინაში ღია კამერიანი ტიპის წყლის გამაცხელებელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.
კომენტარი