სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გლანდების ოპერაციამ II კლასის მოსწავლის სიცოცხლე იმსვერპლა - "ჭრილობამ ნაწიბური რომ გაიკეთა აორტას აწვებოდაო და გასკდა"

გლანდების ოპერაციამ II კლასის მოსწავლე ნინო ვადაჭკორიას სიცოცხლე იმსხვერპლა. გოგონა გუშინ გარდაიცვალა. აი, რა უამბო ამ ტრაგიკული ამბის შესახებ დრონი.ჯი-ს ოჯახის ახლობელმა:


"ნინოს ოპერაცია გაუკეთეს გამოცდილ ექიმთან, გამოწერეს სახლში იყო და 5 დღის შემდეგ დაეწყო დენა, ვერ მიასწრეს საავადმყოფოში და ტვინი გაეთიშა. შემდეგ რამდენიმე დღე იყო აპარატზე შეერთებული და გუშინ გარდაიცვალა. მიზეზი გარდაცვალების იყო ის, რომ ჭრილობამ ნაწიბური რომ გაიკეთა, ე.წ. ფუფხს ეძახიან ის აწვებოდა თურმე აორტას და გასკდა, არვიცი მილიონში ერთი ხდება ასეთი შემთხვევაო, მთელი სამეზობლო დაწყვეტილები ვართ, ისეთი კარგი ბავშვი იყო, სამი შვილი ჰყავს მის მშობლებს... არვიცი რა უნდა ვთქვა, 21-ე საუკუნეში გლანდების ოპერაციით აღარ უნდა კვდებოდნენ, ეს რა უბედურებაა".

გოგონას გარდაცვალების შესახებ მისმა სკოლამაც გამოაქვეყნა გამოსამშვიდობებელი წერილი. აი, რას წერენ 155-ე საჯარო სკოლის ფეისბუქ გვერდზე:

"ნინო, ჩვენი ლამაზი, ჭკვიანი, სიცოცხლით სავსე მოსწავლე... ნამდვილი ანგელოზი... წავიდა და დაგვტოვა ...დაგვიტოვა ღრმა მწუხარება გულში...
მოულოდნელად წავიდა ჩვენი სკოლის II კლასის მოსწავლე ნინო ვადაჭკორია, თანავუგრძნობთ ოჯახის წევრებს. წავიდა პატარა ანგელოზი და გულში მოუშუშებელი იარა დაგვიტოვა, რომელიც არასოდეს განელდება. ყოველი წუთი და წამი გვახსენებს მის ლამაზ, მოციმციმე თვალებს... ჩვენო პატარა ანგელოზო, მუდამ მომღიმარი, სულით ხორცამდე მშვენიერი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული, სიყვარულითა და სიცოცხლით სავსე ემახსოვრები შენს მშობლიურ სკოლას".



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100