სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სკოლის მოსწავლე გოგონებმა ბიჭის გამო ერთმანეთი სასტიკად სცემეს

რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში 16 და 17 წლის გოგონებმა ერთმანეთი სასტიკად სცემეს, მიზეზი კი მათი თანატოლი ბიჭი გახდა, რომელიც ორივე მათგანს მოსწონდა.

გოგონების ჩხუბის ვიდეო და ფოტო მასალა ინტერნეტით გავრცელდა და ის მათმა თანატოლმა მოსწავლემ გადაიღო. აღნიშნულ ფაქტზე ადგილობრივმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო და საქმეზე როგორც ჩხუბის მონაწილეები, ისე კადრების ავტორი დაკითხა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100