ქუთაისში 10 წლამდე ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ქალაქის მერიის შენობის წინ ქვეითებისთვის განკუთვნილ ე.წ. ზებრაზე ავტომობილი 10 წლამდე მოზარდს დაეჯახა.
ინფორმაციას ამის
შესახებ ქუთაისის საინფორმაციო სააგენტო ტოპნიუსი ავრცელებს.
შემთხვევა
რამდენიმე
წუთის წინ მოხდა. მძღოლმა უგონო მდგომარეობაში მყოფი ბავშვი თავად გადაიყვანა საავადმყოფოში.
თვითმხილველების
ინფორმაციით,
ავტომობილი
მაღალი სიჩქარით არ მოძრაობდა, ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მალევე მივიდა, თუმცა მძღოლს ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაყვანილი ჰყავდა.
უცნობია ჯერ-ჯერობით ბავშის მდგომარეობა.
კომენტარი