სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიტიკური შეხედულებების გამო რუსული ესტრადის ვარსკვლავებს იურმალაზე არ უშვებენ

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა რამდენიმე რუს ვარსკვლავს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა და ისინი იურმალას ვერ დაესწრებიან. შავ სიაში მოხვდნენ ოლეგ გაზმანოვი, იოსიფ კაბზონი და ვალერია.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ადამიანებმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვას უჭერდნენ მხარს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა.

„რუსული იმპერიალიზმისა და აგრესიის მხარდამჭერებს ლატვიაში არ შემოვუშვებთ“ - ნათქვამია რინკევიჩის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100