სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იოსებ ჟორდანია - მან ავიაკატასტროფისას დამცავი რგოლი პატარა გოგონას დაუთმო და თავად დაიღუპა

ცნობილი ქართველი მედიკოსი, იოსებ ჟორდანია, ამერიკიდან ბრუნდებოდა საქართველოში. თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა და ოკეანეში ჩავარდა. მგზავრებს, თავიანთი ბილეთების შესაბამისად, ჰქონდათ რეზინის დამცავი რგოლები. მხოლოდ ერთ პატარა გოგონას, რომელიც უბილეთოდ მგზავრობდა, არ აღმოაჩნდა ეს რგოლი. იოსებ ჟორდანია არც დაფიქრებულა, ისე გადასცა თავისი რგოლი ბავშვს, რომელიც გადარჩა. ხოლო თავშეწირული ქართველი მეცნიერი ოკეანის ტალღებმა შთანთქეს.

იოსებ ჟორდანია (დ. 1895 – გ. 20 აგვისტო, 1962), ქართველი გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.

1923 წელს ჟორდანიამ დაამთავრა პეტროგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. 1939 წლიდან იგი განაგებდა სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას.

1942 წელს დაინიშნა საბჭოთა კავშირის არმიის მთავარ გინეკოლოგად. ამასთან, 1944 წლიდან იყო მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის სამეანო-გინეკოლოგიური კათედრის გამგე. 1950 წლიდან დაინიშნა მოსკოვისა და საბჭოთა კავშირის მთავარ გინეკოლოგად.

1958 წელს იოსებ ჟორდანია თბილისში გადმოვიდა და იმავე წელს სათავეში ჩაუდგა მისივე თაოსნობით დაარსებულ ქალის ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს (1968 წლიდან იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის გენერაციული ფუნქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი), სადაც მუშაობდა კიდეც სიცოცხლის ბოლომდე.

იოსებ ჟორდანია შეისწავლიდა სამეანო სამსახურის ორგანიზაციას, საშვილოსნოს კუმშვადობის ფუნქციას კლინიკასა და ექსპერიმენტში, მშობიარობის ანომალიებს, ქალის უშვილობის მიზეზების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას და სხვა.

დაიღუპა 1962 წლის 20 აგვისტოს რიო-დე-ჟანეიროში.

დღეს, 16 მაისს ბატონი იოსების დაბადების დღეა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100