სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის რაც გვაერთიანებს საღმრთო სიყვარული, რომელსაც მე უმიზეზო სიყვარულს ვუწოდებ" - გიორგი გილიგაშვილის სტატუსი "ცეკვავენ ვარსკვლავების" დატოვების შემდეგ

"ცეკვავენ ვარსკვლავების" დატოვების შემდეგ გიორგი გილიგაშვილი ასეთ წერილს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:
"მშვიდობა და სიცოცხლე მინდა გისურვოთ, აწ და ჟამიერ ვისაც გიცნობთ თუ არ გიცნობთ, გხედავთ თუ ვერ გხედავთ, შემხვედრილხართ თუ არ შემხვედრილხართ ეგების ვერც შევხვეთ ერთმანეთს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის რაც გვაერთიანებს საღმრთო სიყვარული, რომელსაც მე უმიზეზო სიყვარულს ვუწოდებ, რადგან სიყვარულს მიზეზი არ სჭირდება. მიზეზად ისიც საკმარისია, რომ ერთი ზეციური მამის შვილები ვართ და ერთ დედამიწაზე ვცხოვრობთ.. მე თქვენს სიყვარულს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდები...
გპირდებით, რომ გავუბრთხილდები სანამ პირში სული მიდგას.. დიდი მადლობა ჩემს სალომეს საოცრად დიდი ადამიანობისა და სულგრძელობისთვის.. უბადლო მოცეკვავესთან ერთად ის უბადლო მეგობარია და ჩვენ ხელო+ვნებით სავსე ემოციური დღეები თქვენი თანადგომით ლეგენდარულად გავატარეთ.
გისურვებთ, მოიპოვოთ სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, მეოხ გეყოთ წმინდა ნიკოლოზი ღვთის წინაშე"- წერს გიორგი გილიგაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100