სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტაილანდში ერთკვირიანი დასვენების შემდეგ ქეთამ გუფი გამოაჩინა

უკვე ერთი კვირაა ქეთა თოფურია ტაილანდში ისვენებს. მომღერალი კუნძულებზე შვილთან, მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად იმყოფება. მართალია, ქეთა და რეპერი გუფი ფოტოებში ერთად არ ჩნდებოდნენ, თუმცა ორივე, ცალკ-ცალკე, ერთსა და იმავე ადგილებიდან გადაღებულ ვიდეოებს ავრცელებდა. ახლა კი "ა სტუდიოს" სოლისტმა რუს რეპერთან ერთად გიფი გადაიღო. ფაქტია, რომ წყვილი ერთად თავს მშვენივრად გრძნობს. თოფურიასთან ერთად ისვენებს დიზაინერი ბიჭოლაც. ყველა ერთად, ერთ სახლში არიან განთავსებულები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100