სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლედი გაგა დაინიშნა

ლედი გაგასა და ტეილორ კინის რომანი დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. მათი სერიოზული ურთიერთობა ქორწინებით არ დამთავრებულა, მიუხედავად იმისა, რომ პრესაში ხშირად იწერებოდა მათი მოსალოდნელი დაოჯახების შესახებ. ახლა მომღერალს ახალი მეგობარი მამაკაცი ჰყავს, რომელიც თავისივე აგენტია.

როგორც ცნობილი ხდება, მათი ურთიერთობა სერიოზულ ფაზაშია და მალე დაქორწინებასაც აპირებენ. ჟურნალმა Us Weekly-მ კი საზოგადოებას ამცნო, რომ წყვილი უკვე დაინიშნა. როგორც გამოცემა წერს, 31 წლის ლედი გაგა და 48 წლის კრისტიან კარინი 2017 წლის ზაფხულში დაინიშნენ ვიწრო წრეში და სასიძომ მომღერლის მამას ოფიციალურად სთხოვა ქალიშვილის ხელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100