სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შს მინისტრი - წუხელ მთელმა საქართველომ ბათუმში იხილა ვანდალიზმი, დაკავებული გვყავს 40-მდე პირი

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბათუმში, წუხელ განვითარებულ მოვლენებს „ვანდალიზმს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამ დროისთვის აღნიშნულ ვანდალიზმში მონაწილე 40-მდე პირია დაკავებული.

შს მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას პირობა დადო, რომ ვანდალურ აქტთან დაკავშირებული არც ერთი პირი დაუსჯელი არ დარჩება.

„წუხელ მთელმა საქართველომ იხილა ის ვანდალიზმი, რაც ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. პოლიციის ჩარევის შედეგად მასშტაბები ერთ ქუჩას არ გასცდენია. დაკავებული გვყავს ადმინისტრაციული წესით დაახლოებით 40-მდე ადამიანი, ვინც ამ ვანდალიზმში იღებდა მონაწილეობას. მე პირობას ვდებ, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც იყო ორგანიზატორი და მონაწილე ამ ვანდალური აქტისა“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100