სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმსხვილესი ბანკების ასეულში „საქართველოს ბანკი“ მოხვდა

სომხეთმა და მოლდოვამ რეიტინგში შესვლის პირობები ვერ დააკმაყოფილეს

„საქართველოს ბანკი“ დსთ-ს უმსხვილეს 100 ბანკს შორის მოხვდა. ასეთი შედეგით დასრულდა ეკონომიკური ანალიზის ცენტრის „რია ანალიტიკას“ კვლევა, რომელიც ოფიციალურ სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩატარდა. იმ მიზეზით, რომ საქართველო 2009 წლამდე დსთ-ს წევრი იყო, კვლევის ავტორებმა ქართული კომერციული ბანკების მონაცემებიც შეისწავლეს. ამ მონაცემების საფუძველზე „რია ანალიტიკას“ ექსპერტებმა მიმდინარე წლის 1 იანვრის მონაცემებით ბანკების არაკონსოლიდირებული აქტივების მოცულობა შეაფასეს, რის მიხედვითაც უმსხვილესი ბანკების რეიტინგი შეადგინეს. ამ 100-ში საქართველოდან ერთადერთი „საქართველოს ბანკი“ მოხვდა, რომელიც რეიტინგში 85–ე ადგილზე გავიდა.

აღნიშნულ რეიტინგში ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან სულ 7 სახელმწიფოს: რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ბელორუსიის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და უზბეკეთის ბანკები შევიდა. „რია ანალიტიკას“ ექსპერტთა განცხადებით, დანარჩენ 5 ქვეყანას – სომხეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის ბანკებს არა აქვთ რეიტინგში მოსახვედრად აუცილებელი მოცულობის აქტივები.

რეიტინგის პირველი სამეული სამმა რუსულმა ბანკმა“ რუსეთის შემნახველმა ბანკმა“, „ვითიბი ბანკმა“ და „გაზპრომბანკმა“ დაიკავა. სიას კი უკრაინული „კრედიტპომბანკი“ ასრულებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100