ყველა არ არის შექმნილი დიდ ქალაქში ცხოვრებისთვის
შვედმა და ესპანელმა ორინტოლოგებმა, სპეციალურ ჟურნალში კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომელიც ევროპის 12 ქალაქსა და მათ შემოგარენში ჩატარდა.
ბიოლოგებმა ანალიზი გაუკეთეს ცნობილ მონაცემებს ტვინისა და სხეული მასის შეფარდებათან დაკავშირებით და გაარკვიეს, რომ ქალაქად ბინადარი ბეღურების თავის ტვინის მოცულობა მეტია მათი იმ ნათესავების თავის ტვინთან შედარებით, რომლებიც სოფელში ცხოვრებას ამჯობინებენ.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ტვინის მოცულობის ზრდის უნარი ფრინველებს საშუალებას აძლევს წარმატებით ადაპტირდნენ უცნობ და მუდმივად ცვალებად ურბანულ გარემოში.
“ყველა არ არის შექმნილი დიდ ქალაქში ცხოვრებისათვის - ამ თეზისის სისწორეს ბეღურებზე ჩატარებული კვლევებიც ამტკიცებს” - ნათქვამია ყოველკვირეული გამოცემის “შპიგელის” საიტზე განთავსებულ სტატიაში. გამოცემის ინფორმაციით, ორინტოლოგები ამ კვლევის დამტკიცებას სხვა რეგიონებში და განსხვავებული სახეობის ჩიტებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით აპირებენ.
კომენტარი