სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს შუამდგომლობის განხილვის შესაძლებლობა არ მისცა და პროცესი გადადო

გადადებული სხდომა და უგულებელყოფილი შუამდგომლობები - მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ადვოკატებს დღეს არ მოუსმინა.

მოსამართლის სახელზე 2 დოკუმენტი შევიდა, ერთის ავტორი პენიტენციური სამსახური - მეორესი კი მიხეილ სააკაშვილი იყო. მესამე პრეზიდენტს სურდა პროცესი გამართულიყო და ადვოკატებს შუამდგომლობა წარედგინათ. საუბარია შუმადგომლობაზე, რომლითაც ადვოკატები ითხოვდნენ, სასამართლოს პენიტენციური სამსახურისთვის დაევალებინა, მესამე პრეზიდენტი სათანადო სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოს.

მიხეილ სააკაშვილის სურვილის საპასუხოდ, ნინო ჩახნაშვილმა სხდომა გადადო და მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებს შუამდგომლობის განხილვის საშუალება საერთოდ არ მისცა.

დაცვის მხარემ მხოლოდ განცხადება გააკეთა პროცესზე, რომლითაც მოუწოდა მოსამართლეს პროცესი არ გადაედო ან უახლოეს დღეებში ჩაენიშნა, რადგან დრო მესამე პრეზიდენტისთვის გადამწყვეტი იყო, თუმცა მოსამართლემ მხოლოდ სახელმწიფო ბრალდების სურვილი დააკმაყოფილა და სხდომა დახურულად გამოაცხადა.

ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

მომდევნო პროცესი 11 მაისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100